Saturday, March 10, 2012

პროზა თუ პოეზია

პროზა თუ პოეზია

  დღევანდელი  თაობა  შეიძლება  ითქვას , რომ არც ისე კარგად იცნობს ქართულ ლიტერატურულ პროცესებს, არსებობს გამონაკლისები, თუმცა ეს იმდენად მცირეა, რომ ყურადრების გამახვილება არც ღირს. პროფესიიდან გამომდინარე სტუდენტებთან აქტიური შეხება მაქვს, მეტიც ხშირად მიწევს მათთვის ლექციების ჩატარება. ახალგაზრდა  ტაობაზე საუბრისას აუცილებელია მათთან მუდმივი კონტაქტის ქონა, ისინი ინტერესთა სხვადასხვაობით თუ უბრალოდ უინტერესობით  ყველაფრის მიმართ, მრავალფეროვან სამყაროში გვამოგზაურებენ.
   ერთ დღეს, როდესაც ჩემ სასემინარო ჯგუფს ვუხსნიდი სასწავლო მასალას და მეგონა, რომ მათ ყველაფერი გაიგეს, დავსვი კითხვა: რა განსხვავებაა პროზასა და პოეზიას შორის? პასუხით მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი კურსი იყო გაკვირვებულიო დავრჩი, ერთნი ამბობდნენ, რომ პროზაიკოსობა პოემების წერაა და იმიტომ ჰქვია მას პროზა, მეოერენი თავისთვის ჩუმად, თავდაუჯერებლად ლუღლუღებდნენ მოთხრობებია, აი, ეს ნათქვამი ავიტაცე , გამიხარდა, თუმცა მეტისმეტი მოვინდომე და ვკითხე: ,,აბა ბავშვებო პუბლიცისტიკა რა არის?’’, ოოო, აქ ისინიც კი ვინც პასუხი გამცა დადუმდნენ, აი, მივხვდი რომ მართლა ცუდად იყო საქმე, დავიწყე ახსნა, ბოლოს რომ ვიკითხე  თუ გაიგეთ რამე? ზარიც დაირეკა მითხრეს ,,მას. ყველაფერი გავიგეთ, ძალიან კარგი იყო ამაზე რომ გვესაუბრეო’’.
   ასეთი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად აწი, ლექციაზე რომ შევალ პირველი იმას ვიკითხავ, რა არის პროზა და რა არის პოეზია (თუმცა პოეზია მათთვის არაა პრობლემა, ეს ყველამ იცის პირველ კურსელმაც და სკოლის მოსწავლემაც). ამ მცირე დისკუსიის მერე , მეორე ლექციაზე მოვინდომე გამერკვია და მეკითხა მათთვის: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგიოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია და გიორგი ლეონიძე. რა იცოდნენ ამ მწერლების შესახებ, შემიძლია სიამაყით აღვვნიშნო, რომ ყველა მათგანის სახელი და გვარი იცოდნენ, მითხრეს კიდეც რაც დაწერეს. ბოლოს მინდოდა სადისკუსი თემა წამომეჭრა, დავსვი კითხვა : . ,,ბავშვებო, მოდით ყველამ ვილაპარაკთ, ჩვენთვის ყველაზე ნაცნობ შემოქმედზე ილია ჭავჭავაძეზე, როგორ მიგაჩნიათ, ილია ჭავჭავაძე როგორც პოეტი უფრო დიდი იყო, თუ როგორც პროზაიკოსი, თუ როგორც პუბლიცისტი. ამსიტყვის ხსენების შემდეგ მივხვდი, რომმ ილიას პუსლიცისტიკაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ, ამიტომ აღარ ღირდა იმაზე საუბარი რაც საერთოდ არ იცოდნენ, ნუ ზოგმა ილია როგორც დიდი პოეტი ისე წარმომიდგინა, ზოგმა როგორც დიდი პროზაიკოსი, მეც დავიწყე მათი ნათქვამის ემდეგ იმაზე ფიქრი, სად უფრო დიდია მწერალი პროზაში თუ პოეზიში და იქვე გავეცი პასუხი სადაც თავის ნიჭს ყველაზე დიდ გასაქანს მისცემს. ილია ჭავჭავაძე ყველა ჟანრში ერთნაირად ძლიერი იყო , ისევე როგორც აკაკი წერეთელი, ძალიან ძნელია რომელიმე მათგანის გამოყოფა. 50/50 ზუსტად ასე შევაფასებდი ამო ორ გენიოსს რომელთა მხრებზეც იდგა მთელი XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა. იმ საუკუნიეში საზოგადოება სხვა იდეალებისკენ ისწრაფვოდა. ილია სწორედ ამ იდეალებისადმი სწრაფვას შეეწირა. მინდა თქვენც იმსჯელოთ ამ თემაზე, ამისთვის შემოგთავაზებთ ორივე მწერლის, როგორც პროზაულ ისე პოეტურ ნაწარმოებებს.
    რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას და გრიგოლ რობაქიძეს, ძალიან რთულია მათი შემოქმედაბა ისე, ზედაპირულად წაიკითხო და გაიგო, ჩაწვდე იმ სიღრმეებს, რომელსაც ეს ორი გენიოსი პროზაიკოსი გვთავაზობს. მათზე ჩემი აზრით, თამამად შეიძლება ითქვას, პროზაიკოსი, თუმცა ორივე მათგანი ქართულ ლიტერატურაში როგორც პოეტი ისე  შემოვიდა, მათ პოეზიით გაგვაცნეს თავი, თუმცა პროზისკენ მიმავალი გზა აირჩიეს. პროზაულ ნაწარმოპებებში თავიანთ პოეტურ ქმნილებებსაც ურთავდნენ, ძნელია იმის თქმა, რომელიმე მათგანს რომ პოეზიის გზა აერჩია უკეთესი იქნებოდა თუ არა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ არა მათი არჩევანი ქართულ ლიტერატურას არ დაამშვენებდა გრიგოლ რობაქიძის ,,გველის პერანგი’’ და კონსტანტინე გამსახურდიას , უი, ძალიან ძნელია აირჩიო რომელიმე ნაწარმოები, მაგრამ მაინც ჩემთვის განსაკუთრებით (ეს ჩემი პირადი  აზრია და შეიძლება ვინმე შემეკამათოს) გამორჩეული ,,დიდოსტატის მარჯვენა’’ , რომ არა ეს ნაწრმოები პირადად მე  ასე გამორჩეულად არ შემიყვარდებოდა, ეს დიდიებული ქმინლოება რომელსაც სვეტიცხოველი ეწოდება. კონსტანტინე გამსახურდია თითოეული ჩვენგანის გიდია, ის ამაყად გვატარებს XI საუკუნის ლაბირინთებში და გვიოჩბენებს როგორ იქმნებოდა ტაძარი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო: ,,ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი’’ . მისი ლექსი
ზღვისფერი გაქვს თვალები და
თავად გავხარ ზღვას,თუ არ შეგებრალები და,მისთხოვდები სხვას,მივატოვებ გაზაფხულზე
თესვასა და ხვნას,გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა
და მტკვარს,ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს,შენ სიყვარულს ქარს,და მოგიკლავმოღალატევ,მაგ ნაფერებ ქმარს
ზღვისფერი გაქვს თვალები
და თავად ჰგავხარ ზღვას
ეს ყოველივე ცხადყოფს ერთ რამეს, შემოქმედი როდესაც მის სულში მუზები სახლობენ, ყველგან და ყველაფერში შემოქმედია. მინდა გრიგოლ რობაქიძის ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი მწერლის სიტყვებით დავასრულო მათზე საუბარი: ჩემი ნატვრააროცა მე ამსოფლად აღარ ვიქნებიმოდიოდესვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთასწიფობისჩემი დაბადების თვეში,სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემსსახელსმეტს არასა ვთხოვ საქართველოს
   რაც შეეხება გიორგი ლეონიძეს, მასზე საუბრისას შეუძლებელია პირველ რიგში არ ახსენო პოეტის ერთ-ერთი გამორჩეული ლექსი ,,ყივჩაღის პაემანი’’ ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ ალბათ, არ გაჩნდება კითხვა სად უფრო კარგად წარმოაჩინა თავი მწერალმა, პოეზია ეს ის ჟანრია, რომელმაც გიორგი ლეონიძე ჩვენ წინაშე, როგორც დიდი პოეტი წარმოჩნა, თუმცა ალბათ, აქვე გაჩნდება კითხვა , მაშინ რა არის მისი პროზაული ნაწარმოები ,,ნატვრის ხე’’ . როგორ შევაფასებდი ამ ფაქტს? ,,ნატვრის ხე’’ ესაა ნაწარმოები, რომელიც პატარ-პატარა ნოველების საშუალებით გადმოგვცემს მთავარ სათქმელს. იგი მუსიკალური, ცოტა სევდიანი და ამავდროულად რომანტიული ნაწარმოებია, ლამაზი სიყვარულის ისტორია ფარგმენტებადაა მოწოდებულ, ეს ის სიყვარულია, რომელსაც გიორგი ლეონიძე თავის ლექსებში გადმოგვცემს, სიყვარული რომელიც სამყაროს ყველაზე ლამაზად აღქმაში გვეხმარება.
    და მაინც ხშირად ისმის კითხვა პროზა თუ პოეზია? მთავარი მაინც ისაა, თუ რომელი უფრო ახლოსაა ჩვენ სულთან, ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა’’ თუ პროზაული ამბის ლამაზად გადმოცემა,ამაზე ბევრს მსჯელობენ, მაინც სად უფრო დიდია შემოქმედი ილია ჭავჭავაძე პროზაში თუ  პოეზიაში, სად უფრო ლამაზად გადმოგვცემს თავის სათქმელს აკაკი წერეთელი პროზაში თუ პოეზიაში, სად უფრო გაიბრწყინა ამ ორი შემოქმედის გენიალურმა ნიჭმა, ორივე მათგანი ერთ რამეს ემსახურება საქართველოს სიყვარულს, სწორედ ამ გრძნობას განიცდიან ყველაზე მძაფრად შემოქმედი ადამიანები, ისინი ლამაზი სიტყვებით პოეზიის ღმერთებს ესაუბრებიან და თავის თავზე იღებენ იმ სიტყვის თქმას, რომელიც მათ პოეტურ თუ პროზაულ ნაწარმოებებში გამოსჭვივის.
    საუკუნეები ააფასებენ ყველას და ყველაფერს, დრომ რომელიც ყველაზე მკაცრი მსაჯულია, იცის თუ სად და როგორ მიუჩინოს ადგილი ყველას ვინც ქვეყნისთვის თავი შეწირა. აკაკი და ილია მაღლა ღმერთებთან ცაში აზიდული მთაწმინდის სავანეში განისვენებენ. ის ილია, რომელსაც 1907 -ში ტყვია ვესროლეთ, ხოლო მის მკვლელობაზე აკაკი წერეთელმა ასეთი რამ ბრძანა : ,,ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო’’ . დღეს კი ის დროა, როდესაც ყველა ჩვენგანმა ეს სამარცხვინო ლაქა უნდა მოვიშოროთ.
    ვიმედოვნებ, ოდესმე ეს რაც უფრო მალე მოიხდება, მით უკეთესი, ჩვენი ახალგაზრდა თაობა აღარ დასვამს კითხვას, ვინაა პოეტი და ვინაა პროაზიკოსი? რა განსხვავებაა პროზასა და პოეზიას შორის არ ვკითხავ ოდესმე გაგიგიათ თუ არა  ესა თუ ის მწერალი და პირდაპირ თამამად დავიწყებ საუბარს ჩვენ დიდი წინაპრებზე.  არა აქვს მნიშვნელობა რატომ წერ მთავარია წერო და ამ ნაწერს ჰყავდეს მკითხველი , თაობებმა შეინარჩუნონ წინაპართა ხსოვნა.
    წიგნის სიყვარული, პროზისა და პოეზიის განსხვავება მას შემდეგ მოდის, როდესაც ადამიანი ორივეს წაიკითხავს, ნახავს, რისი თქმა უნდა ავტორს და რა ფორმით ამბობს იგი თავის სათქმელს. ჩვენ სრული უფლება გვაქვს მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგარმიმისთვის, რომ შევაფასოთ მთავარია წავიკითხოთ. მსჯელობა, რომ დავიწტყოთ, სად უფრო დიდი კვალი დატოვა ილია ჭავჭავძემ პროზაში თუ პოეზიაში უნდა ვიცნობდეთ ამ  შემოქმედის პროზაულ და პოეტურ ქმნილებებს.იგივე ითქმის აკაკი წერთლის შესახებ.
     ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც ვუღრმავდებით მას და უამრავ კითხვას ვსვამთ, კითხვას, რომელზეც პასუხები უბრალოდ არ არსებობს, კითხვები თავისით იბადებიან, ცხოვრებისეული გაკვეთილების ჩაბარების შემდეგ პოულობენ პასუხებს, ძნელია ისაუბრო რა მოხდება მომავალში, ჩვენ თვალწინ მხოლოდ აწმყო და წარსულია, წარსული, რომელშიც ვაგზავნით დღევანდელობას.

No comments:

Post a Comment